თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

2022-04-12 12:54:10

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასური გაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფასი ზოგ მიმართულებებზე 2,5 გახდა, ხოლო ზოგზე 2,8.

2,8-ის გადახდა მოგიწევთ, თუ მიდიხართ მაღლივ კორპუსთან ან გლდანში.

ხოლო დანარჩენ მიმართულებებზე მგზავრობის საფასური 2,5-ია.