რუსთავში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი შეეჯახა

2022-04-03 16:55:05

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, "მერსედესის" მარკის ავტომობილი დედა-შვილს ზებრა გადასასვლელზე შეეჯახა.

დაშავებული 40 და 70 წლამდე ქალბატონები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, ერთ-ერთ დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, ხოლო მეორესთან ტვინის შერყევის ნიშნები გამოიხატა.

"ცოტა უფრო ასაკიანს თავის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა. დამუშავდა, გაკერვა არ დასჭირდა, გამოიხატა ტვინის შერყევის ნიშნები და დაყოვნების მიზნით კლინიკაში 24 საათით დარჩა. ხოლო მეორე ქალბატონს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და გაეწერა პირდაპირ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის გადაუდებელი განყოფილების ექიმმა, გიორგი მოდებაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები