"მე და ჩემმა სამმა მეგობარმა ვნახეთ რას აკეთებდა. ჩვეულებრივად იჯდა და ამ ბავშვებზე, ახალგაზრდა გოგოებზე მასტურბირებდა. საშინელი ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" თამუნა მანჯგალაძემ ისაუბრა, რომელიც ფაქტის თვითმხილველი ლეონიძის სკვერში გახდა. [ვიდეო/video]
მან ჩვენთან საუბრისას დეტალურად გაიხსენა მომხდარი და გვიყვება, რომ სკვერში მის წინ მჯდომი 60 წლამდე მამაკაცი პატარა გოგოებზე მასტურბირებდა.
"სკვერში ერთ-ერთ სკამზე დავჯექით, მეორე მხარეს იჯდა მამაკაცი, დაახლოებით 60 წლამდე, რომელმაც თავიდან ჩვენი ყურადღება მხოლოდ იმით მიიქცია, რომ ზურგშექცევით იჯდა და უყურებდა პატარა გოგონებს, რომლებიც მის წინ თამაშობდნენ. ამ ფაქტში საყურადღებო იყო ის, რომ კალთაზე ქურთუკი ჰქონდა გადაფარებული. შემდეგ ჩემი მეგობარი გავიდა, კაცს მიუახლოვდა და მან რაღაც მიაძახა. სკამიდან რომ ავდექით და წამოსვლა დავაპირეთ, შევხედეთ და დავინახეთ ფაქტი, როგორ გამოსცემდა ამ ხმებს და რა დღეში იყო. ეს არის ჩვეულებრივი მანიაკი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არის პედოფილი, რომელიც ასე დადის პარკებში. მყისიერი რეაგირება მქონდა. ერთადერთი ვფიქრობდი, რომ პატრულში დამერეკა, თუმცა როგორც კი დავიძახე, რას აკეთებთ, და ისტერიკაში ჩავვარდით ყველა მოკიდა ქურთუკს ხელი და გაიქცა, ქუჩა გადაირბინა, რადგან ავტომობილების მოძრაობა იყო მე ვერ გადავირბინე, დავინახე, რომ ლეონიძის მხარეს გაიქცა და დავკარგეთ",- აცხადებს თამუნა მანჯგალაძე.
მისი აღწერით, მამაკაცი უნდა იყოს 60 წლამდე, სიმაღლეში 175 სმ, მოვლილი, გაცრეცილი სახით, უწვერო, ოდნავ ჭაღარა თქმით. მას შემთხვევის დროს ღია ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა.
თამუნამ მომხდარის შესახებ "ინფო რუსთავის" დახურულ ფეისბუქ ჯგუფშიც დაწერა, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, რამდენიმე პირმა მისწერა და აცნობა, რომ მსგავსი ფაქტის თვითმხილველები სხვადასხვა სკვერში, მათ შორის ლეონიძის სკვერში, თავადაც გამხდარან.
თამუნა მანჯგალაძის განცხადებით, სურდა ფაქტის შესახებ სამართალდამცავებისთვისაც ეცნობებინა, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო თავი შეიკავა.