რუსთავში 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 5 863-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რუსთაველი ამომრჩევლის 5,52 %-ია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 10:00 საათის მონაცემებით, მაჟორიტარის ასარჩევად უბნებზე 10 968 ადამიანი იყო გამოცხადებული.
#20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად, 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქალაქის მასშტაბით 106 270 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, დღეს რუსთავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება.