ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მონაცემებით

2022-04-02 10:44:29

რუსთავში 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 5 863-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რუსთაველი ამომრჩევლის 5,52 %-ია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

აღსანინავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 10:00 საათის მონაცემებით, მაჟორიტარის ასარჩევად უბნებზე 10 968 ადამიანი იყო გამოცხადებული.

#20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად, 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.

საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ქალაქის მასშტაბით 106 270 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, დღე რუთავუალედური აპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები