რა ღირს ბინის დაქირავება რუსთავში

2022-04-20 19:12:36

ბოლო ერთის თვისა და რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების შეჭრის, რუსეთის მოქალაქეების ნაწილის საქართველოში შემოდინებისა და ამ საკითხზე საზოგადოებრივი განხილვების ფონზე, რუსთავში, როგორც საქართველოს დანარჩენ დიდ ქალაქებში, ბინების გაქირავების ფასმა მოიმატა.

უძრავი ქონების სააგენტოები ბინის ქირის მატების მიზეზად სწორედ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ვეყანაში ემოდინება ასახელებენ.

"ინფო რუსთავი" რუსთავის უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე რამდენიმე აგენტს ესაუბრა.

მათი ინფორმაციით, თუ ორი თვის წინ ერთოთახიან ბინა მინიმუმ 300 ლარად იქირავებდით, ახლა ამისთვის მინიმუმ 500 ლარი დაგჭირდებათ. აღნინული ფართი ყველაე მეტად მოთოვნადია.

ოროთახიანი ბინის ირავნობა 500-700 ლარის ფარგლებში შელებთ.

რაც შეეხება სამოთახიან სახლს, აქ ქირის ფასები 700 ლარიდან იწყება და 1200 ლარამდეც ადის.

საუბარია საცხოვრებელ ფართებზე, მისაღები პირობებით, ავეჯითა და სრულად აღჭურვილი ტექნიკით.

"ძალიან მომატებულია ფასები. გუშინ დაგვირეკეს, კოსტავაზე 3 ოთახიანი 1200 ლარიო. ხშირია შემთხვევები, გვირეკავენ, ბინის მეპატრონემ გვითხრა დაგვიცალეთ ბინაო ან გაგიზრდით გადასახადსო. ქართველებს უშვებენ ბინიდან იმიტომ, რომ უცხოელებზე გააქირაონ და მეტი თანხა აიღონ", - აცხადებს უძრავი ქონების აგენტი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები