"ინფო რუსთავმა" რუსთავში ბინების ფასებთან დაკავშირებით სტატია იანვრის თვეში მოამზადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ფონი მნიშვნელოვნად შეიცვალა, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასებმაც მკვეთრად იმატა.
საინფორმაციო სააგენტო უძრავი ქონების ბაზრის რამდენიმე სპეციალისტს ესაუბრა. მათი თქმით, ბოლო თვეში ბინები საგრძნობლად გაძვირდა, თუმცა მოთხოვნა გაზრდილი არ არის.
თუ 2022 წლის დასაწყისში რუსთავში ერთოთახიანი ბინის შეძენას მაქსიმუმ 21 000 დოლარად შეძლებდით, ახლა ეს თანხა მინიმუმ დაგჭირდებათ.
ბინების ღირებულება ოთახების რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
ერთოთახიანი ბინა - 20 000 - 25 000 დოლარი;
ოროთახიანი ბინა - 30 000 - 38 000 დოლარი;
სამოთახიან ბინა 38 000 - 50 000 დოლარი;
როგორც უძრავი ქონების აგენტები აცხადებენ, მეპატრონეები ფასების ზრდას იმით ხნიან, რომ "ყველაფერი გაძვირდა".
უცვლელი რჩება ის, რომ ბინების გაყიდვის კუთხით, რუსთავში მოთხოვნა უმეტესად ცენტრალურ უბნებზე მოდის.
ძირითადად, ფასზე გავლენას ადგილმდებარეობათან ერთად სახლის მდგომარეობა და სართული ახდენს.