ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკის ერთ-ერთ უბანში შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა. ოთხი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეხუთე კი საავადმყოფოში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თავდასხმას პოლიციამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. 26 წლის შეიარაღებული პირი, რომელმაც მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა პალესტინიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.