უკრაინა მოითხოვს ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი გარანტიების მიღებას. რომელიც იქნება მყარი უსაფრთხოების გარანტიები და არ იქნება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი. მისივე თქმით, ეს გარანტიები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ გავრცელდება. არახამიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები უკვე განიხილავენ უკრაინის ინიციატივას.
სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოლაპარაკებები თითქმის 4 საათი გაგრძელდა. თავდაპირველად დაიწყო დელეგაციების ხელმძღვანელების დავით არახამიასა და ვლადიმერ მედინსკის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც დიალოგი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
დელეგაციების შემადგენლობა არ შეცვლილა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.