უკრაინაში დაღუპულია 143 ბავშვი

2022-03-28 13:55:42

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო 143 ბავშვი დაიღუპა და 216 დაშავდა.
უწყების ცნობით, 27 მარტს ხარკოვის სოფელ იზუმში თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ხერსონის რაიონის საავადმყოფოში 15 წლის ბიჭი საარტილერიო დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
სუმის რეგიონში, რუსული სამხედრო მანქანა თავს დაესხა გზაზე მიმავალ ოჯახს, რის შედეგადაც 15 წლის ბავშვი დაშავდა, მამა კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროკურატურა წერს, რომ დაბომბვების შედეგად დაზიანდა 733 სასწავლო დაწესებულება. მათგან 74 მთლიანად განადგურდა.
ყველაზე ცუდი მდგომარეობაა დონეცკის ოლქში, ხარკოვში, მიხაილოვში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევშია.