უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 თვე გავიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პერსონალი – დაახლოებით 15 800 ადამიანი,
ტანკები – 530 ერთეული,
ჯავშანტექნიკა / APV – 1 597 ერთეული,
საარტილერიო სისტემები – 280 ერთეული,
MLRS – 82 ერთეული,
საზენიტო საბრძოლო სისტემები – 47 ერთეული,
თვითმფრინავი – 108 ერთეული,
ვერტმფრენები – 124 ერთეული,
სატრანსპორტო საშუალებები – 1 033 ერთეული,
გემები / ნავები – 4 ერთეული,
საწვავის ავზები – 72,
UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50,
სპეციალური აღჭურვილობა – 16.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი
მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:
255 უპილოტო საფრენი აპარატი,
189 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა,
1 564 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა,
158 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები,
612 საველე არტილერია,
1 367 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალების 184 თვითმფრინავისა და ვერტმფრენის განადგურებაზე ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 23 მარტს საღამოს განაცხადა.