მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა

2022-03-22 17:55:52

შვედეთის სამხრეთ ნაწილში სკოლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა.

ინფორმაციას ამის შესახებ aljazeera ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქში, მალმოში მოხდა და 18 წლის მოსწავლემ 50 წლამდე ასაკის მასწავლებლები მოკლა.

ეჭვმიტანილის დაკავების დროს სამართალდამცავებმა ნაჯახი და დანა ამოიღეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები