შეიცვლება თუ არა რუსთავში მგზავრობის გაძვირებული საფასური

2022-03-19 14:16:04

"თუ ობიექტური, დადასტურებული დოკუმენტაციები იქნება წარმოდგენილი ფასის მატებასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ფასის გაზრდა, ამას საკრებულოში მოჰყვება განხილვა, ეს საკითხები იქნება შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება გაზრდა დამტკიცდეს, შეიძლება მოაკლდეს. თუ ობიექტურად იქნება ეს მოთხოვნები დაყენებული, მაშინ შესაბამისად გადავწყვეტთ", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ განუცხადა.

როგორც შეროზია ამბობს, ქალაქში არსებული სამარშრუტო ტაქსების კომპანიებს ფასის მატების მოთხოვნით ჯერ მერიის შესაბამისი სამსახურისთვის უნდა მიემართათ, შემდეგ კი ამის განხილვა საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ჯერჯერობით წარმომადგენლობითი ორგანოთვი ტარიფის ცვლილებაე წერილობითი ფორმით არავი მიუმართავ.

ამ დროისთვის უცნობია, იმსჯელებს თუ არა ორშაბათის სხდომაზე აღნიშნულ აკითთან დაკავშირებით წარმომადგენლობითი ორგანო.

"საკრებულოში არაფერი არ შემოსულა ფასის მატებასთან დაკავშირებით წერილობით, არავის არ მოუმართავს. კომპანიებს ჯერ მერიის შესაბამისი სამსახურისთვის უნდა მიემართათ და შემდგომ პროცედურულად უნდა წარმოედგინათ მასალები, რის გამო ხდება ფასის ცვლილება, რა არის მიზეზი. მესმის, რომ საწვავის ფასმა მოიმატა, სათადარიგო ნაწილების ღირებულებამ მოიმატა, მაგრამ ასე თვითნებურად ფასის გაზრდის უფლება მაგ კომპანიებს არ ჰქონდათ", - განაცხადა შეროზიამ.

მისივე თქმით, მანამ, სანამ მოხდება ტარიფე მსჯელობა, მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური ავტობუსებით იმგზავრონ.

"ჩვენ ქალაქში გვყავს შემოყვანილი ავტობუსები, რომელზეც ფასი იგივეა, რაც იყო და ეს ტრანსპორტი არ არის ისე გადატვირთული, რომ ვერ მოემსახუროს რუსთავის მოსახლეობას. აედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სანამ არ მოხდება საკითხის გავლა და განხილვა, არ მგონია, რომ რაღაც პარალიზება მოხდეს ქალაქის", - აცხადებს შეროზია.

უკვე მეორე დღეა, რაც რუსთაველები შიდასაქალაქო მიკროავტობუსებით მგზავრობაში 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრს იხდიან.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები