რუსულენოვანი დამისამართებები რუსთავის ქუჩებში [photo]

2022-03-23 18:02:51

რუსთავში რუსულენოვან დამისამართებას არაერთ ქუჩაზე შეხვდებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. რუსთაველები ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ოკუპანტების ენაზე დამისამართებები ქალაქში არ უნდა გვხვდებოდეს.

საინფორმაციო სააგენტომ გადაიღო რამდენიმე კორპუსი, სადაც მისამართები რუსულ ენაზეა მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადგილმდებარეობას მხოლოდ რუსულენოვანი მანიშნებელი აქვს, ზოგ ქუჩაზე კი როგორც ქართულ, ისე რუსულენოვან მისამართების აღმნიშვნელ აბრებს შეხვდებით. რუსულენოვანი წარწერები არ გვხვდება მხოლოდ ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზე.

თემასთან დაკავშირებით რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს დავუკავშირდით. ლაცაბიძის თქმით, საკითხე მერია უკვე მუშაობს.

"აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ, ასევე რამდენიმე ქუჩაზე მოხდება ახალი დამისამართება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ნინო ლაცაბიძემ.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები