არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი, - ამის შესახებ მარინა ოვსიანიკოვამ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა ელის მომავალში, თუმცა როგორც ადვოკატისგან მიიღო განმარტება, მას შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.
"არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,"- განაცხადა ოვსიანიკოვამ.
მან სოციალურ ქსელში სტატუსი უკვე შეიცვალა, სადაც მითითებულია, რომ ის პირველი არხის ყოფილი რედაქტორია.
ცნობისთვის, გუშინ მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევარდა.