ჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა.[ვიდეო/video]
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტობუსს 50 უკრაინელი გადაჰყავდა და შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მგზავრები პირველადი დახმარებისთვის მიმდებარე პოლიციის ყაზარმებში გადაიყვანეს და მოგვიანებით განაახლეს მგზავრობა.