“ვისაც ამდენ ხანს ვეძებდით, ვიპოვეთ”

2022-03-09 11:38:24

ბავშვი პოლონეთის საზღვრიდან, რომლის კადრებიც ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ იმყოფება.

პოლონეთის საზღვრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 4 წლის ვალერიმ საზღავრი ოჯახთან ერთად გადაკვეთა. როგორც ჩანს, ყველასათვის კარგად ცნობილ კადრებში ის უბრალოდ მშობლებს ჩამორჩა.

"მედიაში სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, 4 წლის ვალერიმ საზღვარი ოჯახთან ერთად გადაკვეთა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მან ოფიცრებისგან ტკბილეულიც მიიღო.... ბიჭი და მისი ოჯახი პოლონეთში უსაფრთხოდ იმყოფებიან", - ნათქვამია პოლონეთის საზღვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.