უკრაინაში ომის მეთერთმეტე დღეს რუსები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას არ წყვეტენ.
აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში.
სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ძარცვავენ და ცეცხლს უხსნიან უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ავტომობილებს, როდესაც ისინი სუმს ტოვებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე 194 ადამიანი მოკლეს, რომელთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში ვითარება ძალიან რთულია. მისი თქმით, ქალაქს ხუთი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება, გათიშულია მობილური კავშირი და მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი.
უკრაინის მთავრობის მრჩეველი განცხადებით, სუმში და მარიუპოლში სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია ხუთი თანამშრომელი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსულ ბაზარს ტოვებენ. ბოლო ინფორმაციით, ამერიკული კომპანიები Visa და Master Card აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას წყვეტენ. მათთან ერთად რუსულ ბაზარს ტოვებდ Adobe-ც.