რუსთავში ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლომოურის ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, სამივე ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
თვითმხილველების თქმით ერთერთ ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.