ომი უკრაინაში - დღე მეათე

2022-03-05 11:51:19

ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აგრესორი რუსეთი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.

რუსეთი კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობი დაბომბვას.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრში, ბოროდიანკაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელ კორპუსში, შესაძლოა, 100-მდე ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეს იყოს.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი, რომელზეც რუსებმა ძლიერი შეტაკებები განახორციელეს, ქალაქის მერის თქმით ბლოკირებულია. მათ აღარ აქვთ წყალი, ელექტროენერგია, გათბობა, იწურება საკვების მარაგები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს. ჰუმანიტარული დერეფნები დღეს მოსკოვის დროით 10:00 საათზე ქალაქ მარიუპოლთან და ვოლნოვახთან გაიხსნება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ნატო გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინის ცას არასაფრენო ზონად არ აცხადებს და თქვა, რომ ყოველი უკრაინელის გარდაცვალება ნატოს ბრალის იქნება.

BBC, CNN, Bloomberg, CBS News და კანადურმა მაუწყებლებმა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს.

რუსეთში მთავრობამ დაბლოკა ყველაზე დიდი სოციალური ქსელები Facebook და Twitter.

რუსეთში მაღაზიები დახურეს ისეთმა დიდი მოდის სახლებმა როგორებიცაა: Balenciaga, Hermes, Chanel, ასევე კომპანიებმა Kering-მა და LVMH, რომელთა მფლობელობაშიც არაერთი დიდი მოდური ბრენდია.

რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებაზე, Apple-ისა და Microsoft-ის შემდეგ, უარი Samsung-მაც განაცხადა.