ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში

2022-03-04 17:57:01

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელკორპუსში ხანძარი იყო. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სადარბაზოში გამოტანილ ლეიბებს გაუჩნდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი.