ომი უკრაინაში - დღე მეცხრე

2022-03-04 10:54:56

უკრაინაში ომის დაწყებიდან 9 დღე გავიდა.

ოკუპანტმა რუსეთმა ქალაქ ზაპორეჟიაში ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტრო სადგური დაბომბა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უკრაინულ ტელეგრამებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეალურად მსხვერპლი არის და ამას რუსული მხარე მალავს, რადგან ელექტრო სადგურზე სრული კონტროლი რუსებმა აიღეს.


რუსეთის დაბომბვის შედეგად შავ ზღვაში უკრაინის სანაპიროსთან ესტონეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა.

სროლები და დაბომბვები არ წყდება ქალაქებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

გასულ დღეს მასობრივად იბომბებოდა ქალაქი ჩერნიგოვი.