რუსთავს მაჟორიტარობის 4 კანდიდატი ეყოლება

2022-03-03 19:25:35

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა.

როგორც რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, რეგისტრაცია უკვე გაიარა სამმა კანდიდატმა, ერთის შემთხვევაში კი, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება.

ჯამში, კომისიას რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარობის ოთხმა მსურველმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არ არის არც ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

ცესკო-ში უკვე დარეგისტრირდნენ:

"საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" - კამალ მურადხანოვი;

"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის" - მამუკა ტუსკაძე;

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ირაკლი შატაკიშვილი.

პროცესშია:

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს განვითარებისთვის" - ვახტანგ იაშვილი.

შეგახსენებთ, რუსთავში შუალედური საპარალამენტო არჩევნები 2 აპრილსაა ჩანიშნული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები