აგრესორი რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს.
გასულ ღამეს დედაქალაქში 4-ჯერ გაისმა ძლიერი აფეთქები ხმა.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სტრატეგიული ქალაქის ხერსონის დაკავება მოახერხეს.
უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავებულია 525 ადამიანი.
პირველად ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა მისი დანაკარგი აღიარა და მათი ინფორმაციით, გარდაცვლილია 498 სამხედრო და დაშავებულია 1597.
ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, რამდენიმე საათიან დაბომბავს, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
დაბომბვები გრძელდება სიდიდით მეორე ქალაქ ხარკობშიც.
გვიან ღამით გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვაც, რომელშიც ის მოსახლეობას ამხნევებს და აცხადებს, რომ უკრაინის მიწაზე საომარ მოქმედებებს 9000-მდე რუსი სამხედრო ემსხვერპლა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა მილიონობით ადამიანმა დატოვა.