რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-03-03 00:35:33

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, ბორჩალინის, გიორგაძის, ბერიტაშვილის, ახუნდოვის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ნიკოლაძის, 1 მაისის, გოგებაშვილის, სპორტის, ფიროსმანის, იოსებიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.