რუსთავსა და გარდაბანში წყლის მიწოდება იზღუდება

2022-03-03 00:06:19

4 მარტს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ  ხაზზე  გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდება კომპანია ,,რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 4 მარტის  დილის 10:00 საათიდან 4 მარტის  საღამოს 22:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება: 
ქალაქ რუსთავის  მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

"რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის