რუსთავში მამაკაცმა სადარბაზოდან ბავშვის სკუტერი მოიპარა

2022-03-01 23:45:23

რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ბავშვის სკუტერი და ხალიჩები მოიპარეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავის" ღია ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს.

"მეგობრებო სადარბაზოდან მომპარეს ბავშვის ვარდისფერი სკუტერი და ხალიჩები. ბავშვი ტირის და თავის სკუტერს ითხოვს. პირი, რომელმაც ეს იკადრა, მამაკაცია და სახეც აშკარად ჩანს კამერაში. საკმარისია ჩანაწერი მივიტანო საპატრულოში და მისი იდენტიფიცირება მოხდეს. სანამ ვიდეოს ავტვირთავ საჯაროდ და გამოვაჭენებ შენს სახეს მოიტანე და დააბრუნე მოპარული ნივთები თავის ადგილას", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.