რუსთავში, შარტავას გამზირზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის აივანზე მაყალზე მწვადს წვავდნენ.
ქუჩაზე მცხოვრებლებს კვამლის დანახვის დროს ხანძარი ეგონათ და ადგილზე სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს.