თებერვლის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 8 ავარია მოხვდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში და მის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 პირი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც.
თებერვლის თვეში, ავარიები ყველაზე მეტჯერ შარტავას გამზირზე დაფიქსირდა. ამასთან, ხშირი იყო ავტომობილებზე ცეცხლის გაჩენის ფაქტებიც.
ავტოსაგზაო შემთხვევები ასევე იყო კოსტავას გამზირზე, რუსთავის შემოსასვლელში, და რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზეც.