რუსთავში მიწიდან წყალმა ამოხეთქა [photo]

2022-03-01 11:23:05

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მილი გასკდა და მიწიდან წყალმა დიდი წნევით ამოხეთქა. დატბორილია ქუჩის ნაწილი.

ადგილზე კომპანია "რუსთავის წყალის" ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

კომპანიაში "ინფო რუთავს" განუცხადეს, რომ: "ფარული დაზიანებაა და მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო სამუშაოები. წყალმომარაგება არ შეიზღუდება".