ომი უკრაინაში - დღე მეექვსე

2022-03-01 10:54:34

უკრაინაში ომის მე-6 დღე გათენდა.

რუსეთი კვლავ განაგრძობს უდანაშაულო მოსახლეობის დახოცვას. ოკუპანტებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქსი, ხარკოვში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც ათობიდ სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაბომბვის დროს სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორისაც 3 ბავშვია, 37 სამოქალაქო პირი კი დაშავდა.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურორის განცხადებით, დაიწყობა გამოძიება უკრაინელი მოქალაქეების მიმართ, სავარაუდო ომის დანაშაულის ჩადენის გამო.

ამერიკაში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას ცნობით, რუსეთმა უკრაინაში ვაკუუმ ბომბი გამოიყენა, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.

უკრაინის საგარეო სამქეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, ამერიკა რუსეთისთვის სანქციების გაზრდას აპირებს.