კუნძულ ზმეინის მცველები ცოცხლები არიან

2022-02-28 16:30:41

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუნძულ ზმეინის მცველი უკრიანელი მესაზღვრეები ცოცხლები, რუსეთის ტყვეობაში არიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუნძულ ზმეინიზე  რუსი ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელები "ცოცხლები და კარგად" არიან. მათივე ცნობით, მას შემდეგ რაც უკრაინულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ ზმეინზე უკრაინელი მებრძოლები დაჭრილები ან დაღუპულები იყვნენ, კუნძულისკენ ჰუმანიტარული მისიის შესრულების მიზნით გაემგზავრა სამოქალაქო გემი სატფირი, რომელიც უკანონოდ ხელში ჩაიგდეს რუსულმა ძალებმა.