რუსთავში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ცენტრალურ ქუჩებზე ქვეითთა გადასასვლელებს ხაზავენ.
ორფეროვანი ქვეითთა გადასასვლელების ხაზვის პროცესი მეგობრობის გამზირიდან დაიწყო.
სამუშაოების გამო, ქალაქის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა მცირედით შეფერხებულია.
არსებული ინფორმაციით, გადასასვლელების ხაზვას "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.