რუსთავის საკრებულოს შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს

2022-02-28 11:18:26

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რუსთვის საკრებულოში უკრაინის დროშა გადმოფინეს.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თაკო მეტრეველი “ინფო რუსთავთან” საუბრისას აცხადებს, ამ ფორმით უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.

"უკრაინაში მიმდინარეობს ისევ ომი და ებრძვის მთელ დასავლურ და ცივილიზებულ სამყაროს რუსული ბნელი ძალა და სწორედ ამიტომ ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლურად საკრებულოს შენობაზე გადმოგვეფინა უკრაინის დროშა და გვესურვა მათთვის, გამძლეობა, მხნეობა და გამარჯვება. ყველამ იცის, რომ რუსთავს უკრაინაში ჰყავს დაძმობილებული ქალაქები და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ქალაქების მხარდასაჭერად დავიწყოთ მუშაობა, იქნება აქციები თუ ჰუმანიტარული დახმარება. სავარაუდოდ, შევქმნით შტაბებს, სადაც რუსთაველ მოსახლეობას შეეძლება ჰუმანიტარული დახმარების მოტანა, რომელიც შემდეგ გადაეცემა უკრაინულ და ვეცდებით, რომ ყველანაირად მხარში დავუდგეთ ამ ქალაქებსა და მთლიანად უკრაინას. აუცილებლად საკრებულოც გააკეთებს განცხადებას და მხარს დავუჭერთ ყველანი ერთად საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებას",- განაცხადა საკრებულოში  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თაკო მეტრეველმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები