ინფო რუსთავს რამდენიმე რუსთაველი დაუკავშირდა და განუცხადეს რომ სროლის ხმა ესმოდათ. [ვიდეო/video]
სროლის ხმები ძირითადად მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში დაახლოებით 18 საათიდან 19 საათამდე ისმოდა.
"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან მოდიოდა.
არსებული ინფორმაციით კრწანისის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა გეგმიური წვრთნები, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. ამ დროისთვის წვრთნები უკვე დასრულებულია.