CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში.
ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და მცირე წლოვანი ბავშვები მოიწამლნენ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა. ინტოქსიკაცია მიიღო 25 წლის ქალმა და მისმა ორმა, 8 და 2 წლის შვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
პაციენტების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.