რუსთავში უკრაინის მხარდასაჭერი ველომსვლელობა მოეწყო

2022-02-27 19:44:10

რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით, რუსთავში უკრაინის მხარდამჭერი ველომსვლელობა მოეწყო.

ათეულობით ველომოყვარული ქალაქის ქუჩებში უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამოვიდა. მათ ველოსიპედებით რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გაიარეს და მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ დაასრულეს.

ველომსვლელობის დაწყებამდე, მონაწილეებმა აქცია-პერფორმანსიც გამართეს.

მოყვარულები ქალაქის შესასვლელში უკრაინისა და საქართველოს დროშებით, უკრაინის მხარდამჭერი ტრანსფარანტებითა და ლურჯ-ყვითელი ბუშტებით მივიდნენ. 

შეგახსენებთ, უკვე 4 დღეა, რაც აგრესორმა რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა და ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.