უკრაინაში რუსებთან შეტაკების დროს ქართველი დაიღუპა

2022-02-27 18:55:06

უკრაინაში, კერძოდ ხარკოვში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი, მოხალისე ჯარისკაცი ვალერი ჯიჩოშვილი დაიღუპა.

50 წლის მამაკაცი ქარელიდან იყო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი ოთხი დღის წინ შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო. ხარკოვი კი ის ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც საომარი შეტაკებები მუდმივად მიმდინარეობს.

უკრაინელებს ბოლო დღეების განმავლობაში ხარკოვზე კონტროლი დაკარგული ჰქონდათ, თუმცა გუბერნატორის ცნობით, დღეს ოკუპანტების განდევნა და ქალაქზე სრული კონტროლის აღება შეძლეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები