რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები გადაიყვანონ სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმში.
"NATO-ს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამოთქმებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის მეთაურს გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები სამხედრო მორიგეობის შესრულების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანონ" - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, დასავლური ქვეყნები არალეგიტიმურ სანქციებს იღებენ.
როგორც BBC წერს, თავდაცვის სამინისტროს ცნობარის მიხედვით, შეკავების სტრატეგიული ძალები ეს "რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ძლიერების საფუძველია, რომელიც გამიზნულია რუსეთის და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგო აგრესიის შეკავებისთვის და ასევე ომში აგრესორის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით, განადგურებისთვის.
" პუტინმა შემაკავებელი ძალების საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ბრძანა.
ამით მან თავდაცვის სამინისტროს მიანიშნა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ჩვენ გავანადგურეთ რუსეთის არმია. ისინი უკან იხევენ. ახლა პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით გვემუქრება.
NATO-ს წევრებო, ახლა თქვენი სვლის დროა", - წერს რადას დეპუტატი სოციალურ ქსელში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.