უკრაინის დელეგაცია რუსებს შეხვდება

2022-02-27 17:52:22

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ინფორმაციით, რუსებისა და უკრაინელების დელეგაციები ერთმანეთს უკრაინა-ბელორუსიის საზღვართან შეხვდებიან.

"ლუკაშენკოსთან საუბრსას შევთანხმდით, რომ უკრაინული დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ყველანაირი წინაპირობის გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელოსრუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან ახლოს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ბელორუსიის ტერიტორიაზე დისლოკაციის ადგილზე რჩება იქამდე სანამ, უკრაინული დელეგაცია ადგილზე ჩავა, მოლაპარაკებებს გამართავს და უკან დაბრუნდება",- ამის შესახებ იფნრომაცია, ზელენსკის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები