უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა იმ მოხალისეებს, ვისაც სურს იბრძოლოს უკრაინის დასაცავად. მან უკრაინის არმიაში ახალი ქვედანაყოფის, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ იმ უცხოელებს, ვისაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სურთ ბრძოლა.
"ყველა უცხოელს, რომელსაც სურს რუს ოკუპანტებთან ბრძოლას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას შეუერთდეს, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი.
სწორედ ეს იქნება თქვენი გადამწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა უნდა მიმართონ მათ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებს, ინფორმაცია კი გაწევრიანების პირობების შესახებ, საელჩოების ვებ-საიტებზე მოიძიონ.
უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის განკარგულებით უცხოელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი კონტრაქტით შეუძლიათ.