აგრესორი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 4 დღე გავიდა.
მთელი ღამე რუსთი სხვადასხვა ქალაქს ბომბავდა, მათს შორის დედაქალაქ კიევსაც. ასევე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლები. კიევში ერთ-ერთი დაბომბვის დროს რაკეტა ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ოჯახთან ერთად 7 წლის გოგო იჯდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა.
რუსებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს ხარკოვში, რომელსაც ერთი სამშვიდობოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე გაზსადენი ააფეთქეს ხარკოვში.
თუმცა არანაკლები ზიანი მიაყენეს უკრაინელებმა რუსებს. მათ მტერს საწვავის 56 ავზი აუფეთქეს, ასევე ჩამოუგდეს დამატებით რამდენიმე თვითმფრინავი, გაუნადგურეს ტანკები და სამხედრო ტექნიკა.
მიუხედავად შეუჩერებელი საბრძოლო შეტაკებებისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხემძღვანელი აცხადებს, რომ რუსები წინ ვერ მიდიან.
"პოზიციური ბრძოლებია. ომის მესამე დღეა, ხოლო პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო: ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი. ბრძოლები მიდის ზუსტად იქ, სადაც თავიდანვე იყო“,- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.