"ინფო რუსთავის" ღია ჯგუფში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კომპანია "ინტერტრანსის" მიკროავტობუსში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მგზავრი მძღოლს ავტომობილის გაჩერებას სთხოვს. [ვიდეო/video]
როგორც ვიდეოს ავტორი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, მიზეზი მიკროავტობუსის მაღალი სიჩქარით გადაადგილება იყო, რის გამოც ერთ-ერთ მგზავრს მგზავრობის გაგრძელება აღარ სურდა.
"ძირითადად ყველა ასეა, იშვიათად რომ ნორმალური მძღოლი შეგხვდეს, ძირითადად სულ ასე გონკაობენ, იმის გამო რომ ხალხის აყვანა დაასწრონ ერთმანეთს. ისე მიქრიან ვლოცულობ, ცოცხალმა ჩავაღწიო. დღეს ეს მძღოლი დაიმუქრა, აწი მაცადონ ამათმაო როგორ აიყვანენ ხალხსო, ანუ აწი უფრო სწრაფად ივლიან",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მგზავრმა.