უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთავში [video]

2022-02-26 19:17:26

რუსთავში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" დამფუძნებლის, გიორგი ჩომახაშვილის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია ქალაქის შემოსასვლელიდან საავტომობილო კოლონის მსვლელობით დაიწყო.

კოლონამ შარტავას, მეგობრობისა და კოსტავას გამზირები გაიარა და საბოლოოდ ცენტრალურ მოედანზე გაჩერდა, სადაც რუსთაველი რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ შეკრებილები.

მდუმარე აქციაზე მოსულებს თან მოტანილი ჰქონდათ ბანერები, საქართველოსა და უკრაინის დროშები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვალს სრუმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ დროის განმავლობაში რუსებმა უკრაინის სხვადასხვა დიდი თუ პატარა ქალაქი დაბომბა, რასაც 200-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები