უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 198 სამოქალაქო პირი, მათგან 3 ბავშვია.
დაჭრილია 1 115 ადამიანი, რომელთა შორისაც 33 ბავშვია.
უკრაინის ყველაზე მსხვილ ბავშვთა საავადმყოფოში, ოხმატდეტში აღნიშნეს, რომ რუსეთის თავდასხმის გამო საავადმყოფო იძულებულია სამხედრო გადარჩევის პრინციპით იხელმძღვანელოს. საავადმყოფოში აღარ ტარდება გეგმიური ოპერაციები, რათა სამხედრო მოქმედებების შედეგად დაშავებული ბავშვების მკურნალობა შეძლონ.