"მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით"

2022-02-26 10:53:16

უკრაინაში ომის მეორე ღამეც რთული იყო.

მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ცხელ წერტილში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ფეისბუქის გვერდზე მიმართვა გაავრცელა და უკრაინელებს მიმართა, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს მან კიევი დატოვა, რეალურად კი პრეზიდენტი კიევში რჩება და სამხედროებთან ერთად ბრძოლას განაგრძობს.

დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, ასე: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, - განაცხადა მან.

უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონი სრულად დაიბრუნეს და აღადგინეს მასზე კონტროლი, რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსები აკონტროლებდნენ.

დედაქალაქში დაიბომბა სამხედრო საწყობები, პარალელურად კი კიევის ჩრდილოეთში ბუჩაში, რუსებმა აერომობილური ჯგუფებით დესანტების ჩამოსხმა დაიწყეს. დაბომბვის დროს ერთ-ერთი რაკეტა საცხვორებელ სახლს მოხვდა.

თუმცა უკრაინელებმა ბოლო ღამეში რუსებს სერიოზული დანაკარგი მიაყენეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, განა მალიარის ინფორმაციით, განადგურებულია რუსული 14 თვითმდრინავი, 8 შვეულმფრენი, 102 ტანკი, 536 დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა, 15 მსუბუქი შეიარაღება, 1ჰსთ BUK.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები