"ინფო რუსთავს" კითხვით, რა მოსჩანს ქალაქში იაღლუჯის ფერდობიდან, ათობით მოქალაქე დაუკავშირდა. [ვიდეო/video]
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ფერდობზე ავედით, საიადანაც რუსთავის ქუჩებში გაურკვეველი ობიექტი, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში ჩანდა.
აღმოჩნდა, რომ მთაზე ფერადი განათებებით უხამსი შინაარსის შემცველი გამოსახულება იყო გაკეთებული.
როგორც შემდეგში გავარკვიეთ, პერფორმანსის ავტორი რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე გახლავთ. ის ამ ჟესტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.