რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერდა

2022-02-25 20:16:09

რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერეს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დღეს დაიწყო და ინგლისური გამოცემა BBC-ის ინფორმაციით,  ევროსაბჭომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ინიციატივის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ტვიტერზე დაწერა.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა გაუქმებაზე განხილვა დაიწყო.“ - პოლონეთის პრემიერმა ტვიტერზე დაწერა.