უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა დანაკარგი აქვს რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს.
მისი ცნობით, უკრაინელების მიერ მოკლულია 800 რუსი სამხედრო, განადგურებულია 30-ზე მეტი ტანკი, 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი და 130-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.