წვიმა, ქარბუქი, მაღალმთაში თოვლი

2022-02-25 00:27:04

25 თებერვალს დღის ბოლოდან 27 თებერვლის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 თებერვალი +16°C, 26 თებერვალი +16°C, 27 თებერვალი +17°C, 28 თებერვალი +16°C.